ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
კვლევის ეთიკის კომიტეტი წარმოადგენს ფაკულტეტის საბჭოსა და დეკანისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ჯანდაცვის სფეროში ფუნდამენტური და კლინიკური კვლევების ეთიკის ნორმების დაცვის საკითხებზე საკონსულტაციო ორგანოს, რომლის მიზანია უზრუნველყოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის და მისი სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის მედიცინის სკოლის ფარგლებში ჩატარებული კვლევებისა და კლინიკური კვლევების ეთიკური ნორმების დაცვის ზედამხედველობა და ხელმძღვანელობა; ყველა ის აქტივობა, რომელიც მოიცავს ადამიანის ჩართულობას, ცხოველებს და ბიოლოგიურ მასალებს, შეესაბამებოდეს დადგენილ ეთიკურ სტანდარტებს; უზრუნველყოს ფაკულტეტის ფარგლებში კვლევის, განათლებისა და კლინიკური პრაქტიკის ეთიკური ნორმების საკითხებზე პოლიტიკის შემუშავება და რეკომენდაციის გაცემა.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის კვლევის ეთიკის კომიტეტის დებულება;
მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ აპლიკანტებისთვის, რომელთა კვლევითი პროექტი ეხება ადამიანების მონაწილეობით კვლევას!
ეთიკის კომიტეტისთვის განაცხადის წარმოსადგენად გიზიარებთ დოკუმენტებს, რომელიც დაგეხმარებათ გამოსაგზავნი დოკუმენტების მომზადებაში
კვლევის პროტოკოლის ნიმუში:
1. კლინიკური კვლევა
2. დაკვირვებითი კვლევა
პროტოკოლის შაბლონი :
1. კლინიკური კვლევა
2. დაკვირვებითი კვლევა
3. ქცევითი და სოციალური კლინიკური კვლევები
ეს დოკუმენტები წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს და შექმნილია იმისათვის, რომ მოგაწოდოთ სტრუქტურისა და ფორმატის რეკომენდაციები. ისინი არ არის სავალდებულო, მაგრამ მათი გამოყენება მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ კვლევის პროტოკოლის დახვეწას და ბიოეთიკის განაცხადის შემუშავებას.