ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ლაბორატორიული უსაფრთხოების კომიტეტი არის კოლეგიალური ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები და მკვლევარები.
კომიტეტის დანიშნულება არის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე არსებული კვლევითი და სასწავლო ლაბორატორიების უსაფრთხოების წესების მონიტორინგი, რაც მოიცავს:
ა) ლაბორატორიული უსაფრთხოების ინსტრუქციის ყოველწლიურ გადახედვას;
ბ) ლაბორატორიული უსაფრთხოების შენარჩუნებასა და გაძლიერებისთვის გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვას;
გ) ლაბორატორიული უსაფრთხოების შენარჩუნებასა და გაძლიერებისთვის შესასყიდი ინვენტარის ან სერვისის საჭიროების დადგენას და ფაკულტეტის ადმინისტრაციისთვის მიწოდებას;
დ) ფაკულტეტის სასწავლო ლაბორატორიების პერიოდულ მონიტორინგს;