საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფაკულტეტის შესახებ

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი საქართველოსა და მთელს რეგიონში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის დარგის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ერთეულია.

ფაკულტეტის საქმიანობის ძირითადი მიზნები:

  • უახლესი სამეცნიერო და პრაქტიკული ცოდნის გამოყენებით მაღალპროფესიონალი სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება საბუნებისმეტყველო, მედიცინისა და მომიჯნავე სპეციალობებში;
  • ქვეყნისთვის, რეგიონისა და მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევის განხორციელება, მათ შორის ინდუსტრიის დარგის გამოყენებით?;
  • კვლევისა და სწავლების ინტეგრაცია, სტუდენტისა და კურსამთავრებულის დასაქმებისთვის აქტუალური უნარების განსავითარებლად;
  • უნივერსიტეტში აკუმულირებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება საზოგადოების კეთილდღეობისა და განვითარებისთვის, დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებისა და საქართველოს ევროინტეგრაციასთან ხელშესაწყობად.

ფაკულტეტი აერთიანებს რამდენიმე კვლევით ინსტიტუტსა და ლაბორატორიას, რომლებშიც სამეცნიერო კვლევას ერთობლივად აწარმოებენ უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები და სტუდენტები. ფაკულტეტზე მთელი რიგი მიმართულებებით ჩატარებული კვლევები წამყვანია მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ერთ რიგში დგას აღმოსავლეთი ევროპის  უნივერსიტეტებთან.

ფაკულტეტზე ხორციელდება საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამები, ასევე მედიცინისა და დიპლომისშემდგომი განათლების ერთობლივი სარეზიდენტო პროგრამა.

ფაკულტეტი ქმნის მიმზიდველ გარემოს სწავლის, კვლევისა და თვითგანვითარებისათვის საზოგადოებრივ/სამეცნიერო საქმიანობაში სტუდენტთა მონაწილეობით.

მაღალკვალიფიცირებული აკადემიური და მოწვეული პერსონალი სტუდენტებს სთავაზობს კურსების ფართო არჩევანს ქართულ და ინგლისურ ენებზე და აძლევს ინტერდისციპლინური განათლების შესაძლებლობას.

ფაკულტეტის გენეტიკის, მოლეკულური ბიოლოგიის, ბიოქიმიის, ბიოფიზიკისა და ნეირომეცნიერების დარგების კვლევითი ერთეულები და სასწავლო ლაბორატორიები აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რაც ხელს უწყობს პრაქტიკული და კვლევითი უნარების განვითარებას და ზრდის კურსდამთავრებულთა კონტურენტუნარიანობას  დასაქმებისთვის.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საველე კვლევითი ბაზებისა და კვლევითი გემის გამოყენებით უზრუნველყოფილია თანამედროვე გარემოსდაცვითი და გეოლოგიური კვლევა და სწავლება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
➳ ილია ჭავჭავაძის გამზირი N45,
თბილისი 0179, საქართველო
☏ (+995 32) 222 00 09 (115)
✉ sciences_medicine@iliauni.edu.ge